საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კინომუსიკის საღამო კვიპროსში

2018 წლის 18 ნოემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომოს, „ძალა ერთობაშია“ ორგანიზებით ნიქოზიის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული კინომუსიკის საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კონცერტზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საორკესტრო ჯგუფმა, გიორგი აფრიამაშვილის დირიჟორობით, მსმენელს წარუდგინა  მუსიკალური ნომრები ცნობილი ქართული ფილმებიდან. ღონისძიების დასასრულს, მუსიკოსებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კონცერტი მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.