საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

11.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 157 მგზავრი.
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და ეთიოპიელ ხალხს, აგრეთვე ტრაგედიის შედეგად დაღუპული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ოჯახებს და ახლობლებს.