საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 21 მარტს საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

2019 წლის 21 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანაორგანიზატორი იყო, პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოზე, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებზე, ბიზნეს გარემოზე და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

შეხვედრას 40-ზე მეტი კვიპროსული კომპანია ესწრებოდა და პრეზენტაციების შემდეგ კითხვა-პასუხი გაიმართა. დასასრულს კომპანიის IBC Corporate Solutions ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, საქართველოს საელჩოსა და ზემოხსენებული კომპანიის ინიციატივით, ოფიციალურად დაარსდა საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.  კლუბში გაწევრიანების პროცედურა შეხვედრაში მონაწილე ზოგიერთმა კომპანიამაც გაიარა. კომპანია „ბადაგონი“ შეხვედრის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.