საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კვიპროსის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეთათვის კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა

მიმდინარე წლის 31 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ნიქოზიასა და ქ. ლიმასოლში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეთათვის დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფად დაყოფილ კონკურსანტებს ერთი ძირითადი და ერთი არჩევითი დავალება ჰქონდათ შესასრულებლად: 1) ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ნაწყვეტის გადაწერა (ძირითადი); 2) ძველი ქართული ხელნაწერის ასლის შექმნა (არჩევითი).

საკონკურსო ნამუშევრები გაიგზავნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ შეფასდება.

კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 14 აპრილს, დედა ენის დღეს.