საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კვიპროსში ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მორიგი შემეცნებით-სახალისო გაკვეთილები ჩაატარეს

მიმდინარე წლის 6-7 აპრილს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მოწვევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა კვიპროსის ქ. ლიმასოლსა და ქ. ნიქოზიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის მორიგი შემეცნებით-სახალისო გაკვეთილები, „დამწერლობა ქართული“ და „ხელნაწერი წიგნის მორთულობა“, ჩაატარეს.

საკვირაო სკოლის აღსაზრდელები გაეცნენ ქართული დამწერლობის სამ სახეობას, ასევე მოისმინეს ძველი ქართული ხელნაწერების შექმნის მოკლე ისტორია. მოგვიანებით, წინასწარ მომზადებული მასალების დახმარებით, თავად შექმნეს სხვადასხვა ხელნაწერის მინიატურები.

საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა საკვირაო სკოლებს საჩუქრად რუკები და სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.