საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კვიპროსის რესპუბლიკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კვიპროსის რესპუბლიკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

 

მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქ. ნიქოზიაში, დედა ენის დღე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში, რევაზ ლომინაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, ნესტან ბაგაური, კვიპროსში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასაწყისში საქართველოს ელჩმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრეს დედა ენის დღისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის ქართული ენის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ნაჩვენები იქნა 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“, რომლითაც წარმოდგენილი იყო ქართული დამწერლობის სამი სახეობა, ასევე უძველესი ხელნაწერები და ილუსტრაციები, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა კვიპროსის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და სიგელები, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს - სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები. კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ:

ლუკას დაუთაშვილი

ელენე ხუციშვილი

თინათინ კილაძე

ბარბარე მდივნიშვილი

მარიამ კილაძე

მარიამ წიკლაური

ანასტასია ყიფიანი

სოსო ღუღუნიშვილი

ნია ნარიმანიძე

ავთანდილ გოგოლაური

მარიამ ჯაფარიძე

მარიამ ზურაბიშვილი