საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ქ. ნიქოზიაში გამართულ II სამოგზაურო ფესტივალში

2019 წლის 12-13 აპრილს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ნიქოზიაში კვიპროსული ტურისტული კომპანიის “Travelhouse” მიერ ორგანიზებულ II სამოგზაურო ფესტივალში. მან გამოფენის სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. აქცენტები გაკეთდა საქართველოს მიმზიდველობაზე წელიწადის ოთხივე დროს. ქართული სტენდის მრავალრიცხოვან დამთვალიერებლებს შორის იყო კვიპროსის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და შრომის მინისტრი ქალბატონი ვასილიკი ანასტასიადუ. ფესტივალში ასევე მონაწილეობა მიიღო კვიპროსში ქართულ სათვისტომოსთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ეროვნული საგანძური - ქართული ცეკვა წარუდგინა.