საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ურთიერთგაგებას ემყარება“ - ნიკოს ხრისტოდულიდისი

„კვიპროსსა და საქართველოს პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ურთიერთობები აერთიანებს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“ - ნათქვამია კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს ხრისტოდულიდისის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოუგზავნა.

 

კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.