საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს პარლამენტში ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.

„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ფორმატით განხორციელებულ ღონისძიებას, რომელიც პარლამენტში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამ თემაზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და წარმოვაჩენთ მის ნამდვილ სახეს.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.