საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ს კონგრესის მნიშვნელოვან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
 
დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და აღინიშნა ამ მიმართულებით ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა. კონგრესმენმა ლარსენმა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელია, გამოთქვა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედრობის ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
 
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. მაღალი შეფასება მიეცა სტარტეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
 
კონგრესმენი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკის მზარდი პოტენციალით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოს და რეგიონის ბაზრებთან და აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალით.