საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ქ პაფოსში

 

2018 წლის 24 თებერვალს, ქ. პაფოსში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - რევაზ ლომინაძისა და საკონსულო ფუნქციების შემსრულებლის - თინათინ ნონიაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თანამემამულეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. საუბარი აგრეთვე შეეხო ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობას, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას“, ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო და აქტუალურ სხვა საკითხებს. საელჩოს წარმომადგენლებმა მოისმინეს დიასპორის წევრების პრობლემები, უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და შედგა შეთანხმება სამომავლო აქტიურ კომუნიკაციაზე.

დიასპორასთან შეხვედრები გაგრძელდება და კვიპროსის რესპუბლიკის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.