ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა. 

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს -  ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

2017 წლის 30 მარტს სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია)  აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტიციების და თითეული თქვენგანის აღიარება, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გაქვთ საქართველოს პასპორტი, გაქვთ თავისუფლება გადაადგილდებოდეთ ევროკავშირის მასშტაბით,  შედიოდეთ თავისუფლად, მაშინ როდესაც ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროკავშირისთვის"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.  

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე სენატორების როჯერ უიკერისა და  ბენ კარდინის მიერ აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის (S. Res. 106) წარდგენას გამოეხმაურა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეზოლუცია მოიპოვებს მხარდაჭერას და ეს საქართველოს მიმართ მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხიელ ჯანელიძის განცხადებით 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებასა და  მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო  შესაძლებლობები და ასევე დააკმაყოფილოს ევროპული კრიტერიუმები.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმალურად ახდენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით.

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

 ​„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

განთავსების თარიღი: 14.04.2017
 

ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო უკრაინას, როგორც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, ამ დროული და ძალზე მნიშვნელოვანი დებატის გამართვისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს რეგიონზე და ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ჩვენს კონტინეტზე არსებულ არასტაბილურ გარემოს.

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ