ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი ეწვია

26.02.2017 თბილისი - ​საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. ​მან მედიის წარმომადგენლებთან მაღალი შეფასება მისცა დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტს სქართველოში და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.„ევროკომისარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. საქართველოს ევროკომისარის და ევროკომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ჰქონდა, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის ასევე რეფორმების განხორციელების პროცესში“ - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს განვლილი გზა, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები.  საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დღეს საქართველო აღწევს "ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ეწოდება ჩვენი თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან“. დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ხვალვე დაგეგმილია ევროკომისარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ