ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - მიხეილ ჯანელიძე

​„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლიც ექვს ძირითად მიმართულებას მოიცავს: ასოცირებით შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება; ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენთოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია; ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი და ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან. „ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპისთვის გასასვლელი აზიაში, ხოლო  აზიისთვის, აზიური ქვეყნებისთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისათვის კარი ევროპაში. ჩვენ არ ვართ ხიდი, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ