ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე -

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე სენატორების როჯერ უიკერისა და  ბენ კარდინის მიერ აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის (S. Res. 106) წარდგენას გამოეხმაურა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეზოლუცია მოიპოვებს მხარდაჭერას და ეს საქართველოს მიმართ მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

„ეს არის აშშ-სთან ჩვენი ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობები აშშ-ის კონგრესთან, როგოც წარმომადგენლობით პალატასთან, ასევე სენატთან. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმა, ასევე ჩვენი აქტიურობით, წარმომადგენლობითმა პალატამ, სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც იყო ორპარტიული და ჰქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა წარმომადგენლობით პალატაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ასევე არის ორპარტიული, მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან, რაც იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა აღნიშნული რეზოლუციის სენატში ინიცირების თარიღს სიმბოლური უწოდა, რადგან სწორედ დღეს, 31 მარტს, საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

სენატის რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ზოგადად, საქართველოსადმი, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას.

სენატში წარდგენილი რეზოლუციის შემდგომი ეტაპი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი განხილვაა, რის შემდეგაც რეზოლუციის პროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვია, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ