ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს -  ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებზე,  აღინიშნა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ისე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.ქართულმა მხარემ თანამომხსენებლებს  ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვასა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მხარეეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ინტენსიურ მილიტარიზაციასთან, სამხედრო წვრთნებთან და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები.ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას.ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან, ასევე  სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ