ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.
➡️ დოკუმენტში ე.წ. “ოთხეულმა” გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.
✅ ვრცლად იხილეთ: http://e.gov.ge/VvIwN