საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ჯოზეფ ბორელთან შეხვდერაზე: „ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა“

დავით ზალკალიანი ჯოზეფ ბორელთან შეხვდერაზე: „ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა“
🔹️ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ღამის კურიერში“, ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
🔹️ „ჯოზეფ ბორელთან, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან აქცენტები იყო გაკეთებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, იმ უკანონო დაკავებებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა სულ რამდენიმე დღის წინ და ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან უკანონო ტყვეობაში ცხინვალის საპატიმროში, იმის აუცილებლობაზე, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგბრობის ასეთი ქმედებების აღსაკვეთად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.
🌐 ვრცლად იხილეთ: http://e.gov.ge/DMvel