Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრები გამართა კიკოსისა და ტირილიის მიტროპოლიტთან, მის უსამღვდელოესობა ნიკიფორესთან და თამასოსისა და ორინიის მიტროპოლიტთან, მის უსამღვდელოესობა ისაიასთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ისტორიულ კავშირებსა და ხალხთაშორის ურთიერთობებს.
აღინიშნა აქტიური თანამშრომლობა კიკოსის მონასტრის მუზეუმთან, მონასტერში დაცულ საქართველოსთან დაკავშირებული საარქივო მასალების შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.