Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის ინოვაციების, კვლევების და ციფრული პოლიტიკის მინისტრს ნიკოდემუს დამიანუს შეხვდა. 

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის ინოვაციების, კვლევების და ციფრული პოლიტიკის მინისტრს ნიკოდემუს დამიანუს შეხვდა. 
მხარეებმა მიმოიხილეს ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის 
მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ როგორც საქართველო, ასევე კვიპროსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ორივე ქვეყანას მნიშვნელივანი მიღწევები აქვს ამ კუთხით. 
მარინე ნარჩემაშვილმა მინისტრს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის შესახებ, გააცნო მას სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა,  რომ საქართველო ყალიბდება მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკონომიკის ხელშემწყობ მნიშვნელოვან რეგიონალურ ცენტრად  და ამ კუთხით ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ფუქნციონირებას.  
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მეცნიერების და ინოვაციურ ეკონომიკაში ჩართული ჯგუფების საქმიან კავშირს.