Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი ქ. ლარნაკის მერს, ანდრეას ვარასს შეხვდა.

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი ქ. ლარნაკის მერს, ანდრეას ვარასს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლარნაკის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ხაზი გაესვა ქ. ლარნაკიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას ტურისტული ნაკადების ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით. ასევე, გამოითქვა მზაობა, დაძმობილებულ ქალაქებს - ფოთსა და ლარნაკას შორის სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ვიზიტების გაცვლასთან დაკავშირებით.
მარინე ნარჩემაშვილმა ანდრეას ვარასს მიულოცა 2030 წელს ლარნაკის ევროპული კულტურის დედაქალაქად გამოცხადება, ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კულტურულ ფესტივალებში ქართული სახელოვნებო სკოლების აქტიური ჩართულობისთვის.