საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროგრამის "ერთი დღის ელჩი" საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელსაც კვიპრსის პირველმა ლედიმ ფილიპა კარსერა ხრისტოდულიდისმა უმასპინძლა პრეზიდენტის სასახლეში.

აღსანიშნავია, პროგრამაში, რომელიც პრეზიდენტის მეუღლის მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველო პირველად ჩაერთო.
იგი უნგრეთის საელჩოს ინიციატივით ტარდება და საშულებას აძლევს დიპლომატიურ მისიებს კვიპროსელ ახალგაზრდებთან ერთად ხელი შეუწყონ საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციას.
კვიპროსის პირველი ლედი მიესალმა პროგრამის მონაწილეებს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს კი მხარდაჭერა აღუთქვა კვიპროსისა და ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირებისა და მეგობრობის გაღრმავებაში.