Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ვასილიკი კასიანიდუს.

საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ვასილიკი კასიანიდუს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს კულტურის სფეროში საქართველოსა და კვიპროსის ისტორიული კავშირები.
მაღალი შეფასება მიეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა კულტურის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მინისტრს მიულოცა ევროკავშირში კვიპროსის წარმატებული თავმჯომარება და მადლობა გადაუხადა კვიპროსის კულტურის სამინისტროს და სიძველეთა დეპარტამენტს საქართველოს შესაბამის ინსტიტუტებსა და საელჩოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.