საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა პაფოსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ევკლიდის ამბროსიადისთან.
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა პაფოსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ევკლიდის ამბროსიადისთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-კვიპროსის ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და სექტორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველო-კვიპროსის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას.
