Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა ქ. ლიმასოლის მერთან, იანის არმეფტისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანსამბლ "რომისიონის" დაფუძნებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მარინე ნარჩემაშვილმა მადლობა გადაუხდა ქ. ლიმასოლის მერს და კვიპროსის მთავრობას ანსამბლის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ანსამბლის განსაკუთრებული როლი კვიპროსის კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში.

ხაზი გაესვა "რომისიონის" და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის, აგის ტორსიდისის განსაკუთრებულ წვლილს კვიპროსში ქართული კულტურის წარმოჩენის პროცესში.
საქართველოს საელჩო ულოცავს "რომისიონს" 30 წლის იუბილეს და უსურვებს შემდგომ წარმატებას.