ურთიერთობები საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 9 ივლისს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები კვიპროსის რესპუბლიკაში:
2005-2008 წლებში კვიპროსის გადაფარვა ხორციელდებოდა ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ.
2008 წლიდან კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნდა საქართველოს საელჩო.
- პეტრე კანკავა (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2008-2009
- ვლადიმერ კონსტანტინიდი - 2009-2012
- ეკატერინე ლორთქიფანიძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2012
- გაიოზ ჯაფარიძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2012-2013
- ზურაბ ბექაია (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2013 - 2014
- რევაზ ლომინაძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) 2014 წლის აგვისტოდან - 2016 წლის მაისი.
- რევაზ ლომინაძე - 2016 წლის მაისი - დღემდე
კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
2005-2010 წლებში კვიპროსის რესპუბლიკა საქართველოს გადაფარვას ახორციელებდა რუსეთის ფედერაციიდან.
- ლეონიდას პანტელიდისი Leonidas Pantelidis
2010 წლიდან დღემდე საქართველოს გადაფარვა ხორციელდება საბერძნეთის რესპუბლიკიდან.
- იოზეფ იოზეფი Joseph Joseph - 2010-2013
- ფედონ ანასთასიუ Phaedon Anastasiou - 2013-2014
- კირიაკოს კენევეზოს Kyriacos Kenevezos 2014 წლის ივლისიდან - დღემდე