მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარებისა და მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის არის შექმნილი.
საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წელს, ხოლო 2005 წლიდან კი კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.
საქართველოსა და კვიპროსს შორის პრეისტორიული ურთიერთობები არსებობს, ჩვენს ხალხებს საერთო კულტურული, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებები აერთიანებს. კვიპროსის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი სიახლოვე ძველი ევროპის მწიგნობრულ და რელიგიურ ცენტრებთან, ოდითგანვე იზიდავდა ქართველებს, შემთხვევითი არაა, რომ შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული კულტურული ცენტრი სწორედ კვიპროსზე, დაბა ღალიაში დაარსდა და აგრძელებდა ფუნქციონირებას ასწლეულების განმავლობაში.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ კვიპროსის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში და მოხარული ვიქნები, თუ ხსენებულ პერიოდში მოკრძალებულ წვლილს შევიტან საქართველო-კვიპროსის კიდევ უფრო დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში, როგორც პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კულტურული, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულების მხრივ, ასევე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით.
მადლობას მოგახსენებთ, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმიანობით დაინტერესდით.
პატივისცემით,
კონსტანტინე ქვაჩაკიძე