საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა თანამშრომლობა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის. ქვეყნებს შორის ხელმოწერილია რვა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საჰაერო მიმოსვლა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხები და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა.

ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2015 წელის 5 ნოემბერს კვიპროსში შეიქმნა საქართველო-კვიპროსის ერთობლივი ბიზნეს ასოციაცია.

ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კვიპროსის დაბა ღალიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ღვთისმშობლის სახელობის ქართული მონასტერი, რომლის არქეოლოგიური კვლევა 2006 წელს დაიწყო. არქეოლოგიური სივრცე ოფიციალურად 2014 წლის 29 აპრილს გაიხსნა. 2015 წლის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა კვიპროსში ღალიის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა.

ეკონომიკური თანამშრომლობა სავაჭრო ბრუნვა 2000-2006 წლებში:

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

1,0055.6

8,514.2

2001

97.9

2,573,3

2002

87.6

1,080.1

2003

552.6

1,492.3

2004

430.9

8,056.2

2005

241.9

1,733.8

2006

799.5

2875.7

ბმულები:

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში
კვიპროსის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ათენი)
კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი
კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტი