საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. პაფოსს ეწვია.
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. პაფოსს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა ქ. პაფოსის მოქმედ მერთან ანგელოს ონისიფორუსთან და საკრებულოს დეპუტატთან ევკლიდის ამბროსიანიდთან.
მხარეებმა განოხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველოს ქალაქებთან პაფოსის დამეგობრების შესაძლებლობები. აღინიშნა პაფოსში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა და მათ მნიშვნელოვანი როლი ორი ქვეყნის დაახლოების პროცესში. მარინე ნარჩემაშვილმა მადლობა გადაუხდა მერს პაფოსში საქართველოს კულტურის წარმოჩენის მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, მარინე ნარჩემაშვილი ასევე შეხვდა პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გეორგიოს მაისს და აღმასრულებელი საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის აქტიური კონტაქტების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
მარინე ნარჩემაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, ასევე შეხვდა პაფოსის მიტროპოლიტ გრეგორის.
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ასევე დაესწრო პაფოსის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული "ქართული კულტურის საღამოს".
