Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, მარინე ნარჩემაშვილმა, შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის მიგრაციის მინისტრთან, ნიკოლას იოანიდესთან.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის მიგრაციის მინისტრს, ნიკოლას იოანიდესს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-კვიპროსის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მინისტრს გააცნო მიგრაციის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.