საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი ნიქოზიის ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი ნიქოზიის ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მარინე ნარჩემაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ასევე მადლობა გადაუხადა ნიქოზიის ბერძნული საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭოსა და სტროვოლოსში მდებარე დიანელუს და თეოდოტუს სახელობის გიმნაზიას და მის დირექტორს, ევანგელია ზავრიდუს, მხარდაჭერისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ნიქოზიის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შედგენილი ქართული ენის სახელმძღვანელოები გადაეცემათ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირველად მოხდება სკოლის გაციფროვნება.
