Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს სიგელი გადაეცა ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორის 19-ე საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობისთვის. სიგელი საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, მარინე ნარჩემაშვილს კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, კლეა ჰაჯისტეფანუ-პაპაელიამ და ლარნაკას მუნიციპალიტეტის მერმა, ანდრეას ვირასმა გადასცეს.

აღნიშნული ფესტივალი ქ. ნიქოზიის კულტურული მემკვიდრეობის ასოციაციის, ლარნაკას მუნიციპალიტეტის, ტამასოსის და ორინის სამიტროპოლიტოსა და კვიპროსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე ტრადიციული ქართული ცეკვები ჯგუფმა „სხიერი“ და კვიპროსში მოღვაწე ანსამბლმა „რომისიონი“ წარმოადგინეს.