ვიზიტის დანიშვნის ინსტრუქცია
ვიზიტის დასანიშნად კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის საშუალებით უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე:
•აირჩიეთ ღილაკი: ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა);
•დააჭირეთ ღილაკს: დაიწყე ელ. განაცხადის შევსება;
•მიუთითეთ მოქალაქეობა (მაგ.: საქართველოს მოქალაქე);
•აირჩიეთ ის ქვეყანა და საელჩო, სადაც გსურთ ვიზიტის დაჯავშნა, (მაგ.: კვიპროსი) და დააჭირეთ ფანჯარას - „კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო“;
•საძიებო ველში - ყველა მომსახურება, ჩაწერეთ საძიებო სიტყვა (მაგ. „ბიომეტრიული პასპორტი,“ „პირადობის მოწმობა“ ან სხვა მომსახურება) და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“
•მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დღე და დრო, დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი;“
•მიუთითეთ იმ პირის პერსონალური მონაცემები, ვისაც სურს მომსახურების მიღება, გაეცანით ვიზიტის დაჯავშნის წესებს და პირობებს, მონიშნეთ „ვეთანხმები“ და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“;
•ინფორმაციის შეჯამების გვერდზე გაეცანით ინფორმაციას და სისწორის შემთხვევაში, მონიშნეთ კვადრატი „მე არ ვარ რობოტი“, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „განცხადების რეგისტრაცია;“
•ვიზიტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, გამოვა შეტყობინება, რომ თქვენი განცხადება მიღებულია.
შეამოწმეთ განცხადების შევსებისას თქვენს მიერ მითითებული ელ.ფოსტა, სადაც უნდა მიიღოთ ვიზიტის დანიშვნის დამადასტურებელი შეტყობინება.
ვიზიტისთვის ადგილები ემატება ყოველ პარასკევს დილის საათებში!
