კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ მონაწილეობა მიიღო კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდის მიერ ორგანიზებულ მიღებაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კვიპროსის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძემ მონაწილეობა მიიღო კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 64 წლისთავს მიეძღვნა.