Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან, კოსტას კუმისთან.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან, კოსტას კუმისთან. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოტენციალს ტურიზმის სფეროში. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს, რომლებიც წარმოადგენენ პოპულარული ტურისტული დანიშნულების ქვეყნებს, დიდი პოტენციალი აქვთ ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების. გამოიხატა დაინტერესება გააქტიურდეს კომუნიკაცია, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორს შორის. 

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ პოპულარიზაციას და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას.