საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა საქართველოს საელჩოში უმასპინძლა კვიპროსის მოგზაურ მწერალთა და ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, პივოს ნიკოლაიდისს და მმართველი საბჭოს წევრს, ჯორჯ მიხაილიდისს.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვიპროსში საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ქვეყნის ისტორიულ კავშირებს, მჭიდრო ხალხთაშორის კონტაქტებს.
მხარეები შეთანხმდნენ ასოციაციის წევრი მწერლებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას.