2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვიპროსში მდებარე ისტორიულ ღალიას ქართველთა მონასტერში ღვთისმსახურება აღევლინა.
2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვიპროსში მდებარე ისტორიულ ღალიას ქართველთა მონასტერში ღვთისმსახურება აღევლინა.
სადღესასწაულო წირვას კვიპროსში მოქმედი საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, დიასპორის წევრები და კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მამა თეოსევიოსმა ტაძარში შეკრებილ ქართველებს მიულოცა მარიამობის დღესასწაული, ისაუბრა საქართველოსა და კვიპროსის კავშირებზე, ღალიას მონასტრის ისტორიასა და ქართველებისთვის მის მნიშვნელობაზე.
მეათე საუკუნეში ქართველების მიერ კვიპროსში დაფუძნებული ღალიას მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ კერას წარმოადგენდა.
