საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელს, დოროს ვენეზისს.
საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელს, დოროს ვენეზისს.
განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების აქტუალობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები და საერთო ქრისტიანული კულტურა კარგ საფუძველს ქმნის მეგობრული ურთიერთობებისთვის. გამოითქვა ორმხრივი დღის წესრიგის განახლების მზაობა. დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერას.
მარინე ნარჩემაშვილმა მიულოცა კვიპროსს ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა და იმედი გამოთქვა, რომ კვიპროსის მიერ დასახული პრიორიტეტები მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ევროკავშირსა და ფართო რეგიონში.
