Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულთან ლოიზოს მარკიდესთან

მ/წლის 13 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულთან ლოიზოს მარკიდესთან.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 
დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ხაზი გაესვა საქართველო-კვიპროსის კიდევ უფრო დაახლოების და ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კულტურული, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულების მხრივ, ასევე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო და ერთობლოვ გეგმებზე და უახლოეს პერიოდში დაგეგმეს სამუშაო შეხვედრა.