ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ ᲓᲔᲓᲐᲔᲜᲘᲡ ᲓᲦᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲚ ᲡᲐᲒᲠᲐᲜᲢᲝ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲡ „ᲩᲔᲛᲘ ᲔᲜᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
- ქართულ საკვირაო სკოლებს;
- საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
- სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
- ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პროექტის დეტალური აღწერა;
- ბიუჯეტი.
პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:
- დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხარისხი;
- პროექტის მოსალოდნელი შედეგი;
- პროექტში მოსწავლეთა ჩართულობის დონე;
- ინოვაციურობა და მდგრადობა;
- განხორციელებადობა და ბიუჯეტის გამართულობა.
განაცხადი მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.
საგრანტო კონკურსის „ჩემი ენა ქართული“ - დანართები:
- პროგრამის აღწერა;
- განაცხადის ფორმა;
- ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: (+995 32) 2 94 50 00
