კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ქ.ნიქოზიაში არსებული ქართული საბავშვო საცეკვაო ანსამბლის “იმედი” რეპეტიციას დაესწრო.
2024 წლის 27 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე, საქართველოს სათვისტომოს „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარესთან მევლუდ ყაფლანიშვილთან ერთად, ქ.ნიქოზიაში არსებული ქართული საბავშვო საცეკვაო ანსამბლის “იმედი” რეპეტიციას დაესწრო.
ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ გელაშვილი მრავალი წელია კვიპროსის რესპუბლიკაში ქართველ ბავშვებს აზიარებს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, რისთვისაც ელჩმა მას დიდი მადლობა გადაუხადა, ხოლო მოსწავლეებს წარმატება უსურვა.