Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან ანიტა დიმიტრიუსთან.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან ანიტა დიმიტრიუსთან.
შეხევედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ, მრავალწლიანი ურთიერთობების დადებით დინამიკას. კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გააქტიურების მზაობა გამოთქვა.წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვიპროსი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა ანიტა დიმიტრიუს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.