Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2026 წლის 7 მაისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰარის გეორგიადესს, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსის მეგობრობას და პარტნიორობას, რასაც საფუძვლად უდევს ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები და შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
აღინიშნა საპარლამენტაშორისო კონტაქტებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა; დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის.