საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ალიკი სტილიანუსთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და კვიპროს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.

აღინიშნა, რომ საერთო ქრისტიანული კულტურა და მდიდარი ისტორია კარგ საფუძველს ქმნის ქართულ და კვიპროსულ საზოგადოებაში ორივე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული ინიციატივები რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კვიპროსის ისტორიული კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.