2024 წლის 8 ოქტომბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰარის გეორგიადესთან.
2024 წლის 8 ოქტომბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰარის გეორგიადესთან. საქართველოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების და მიღწევების თაობაზე. ჰარის გეორგიადისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაზიარებული ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ კვიპროსი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.