Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში გიწვევთ საჯარო ლექციაზე: ,,საქართველოსა და კვიპროსის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები: კვიპროსში განხორციელებული არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების შედეგები.“

ღონისძიება ტარდება „ევროპის არქეოლოგიის დღეების“ ფარგლებში - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან და კვიპროსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
საჯარო ლექციას (ინგლისურ ენაზე) წაიკითხავენ კვიპროსის რესპუბლიკაში ქართველ არქეოლოგთა ექსპედიციის მუდმივი წევრები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები: სულიკო კოხრეიძე და ბორის გელაშვილი.
ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 12 ივნისს, პარასკევს, 10.30 საათზე კვიპროსის უნივერსიტეტში (მისამართი: Room 010 “Evi Sofianou”, at the Social Activities Center on the University Campus).