კვიპროსის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი დედაქალაქ ნიქოზიის მერს, ხარალამბოს პრუნძოსს შეხვდა.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი დედაქალაქ ნიქოზიის მერს, ხარალამბოს პრუნძოსს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოსა და კვიპროსის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს თბილისსა და ნიქოზიას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
მხარეები დაინტერესდნენ თბილისისა და ნიქოზიის განვითარების ტენდენციებით ტურიზმის, ეკონომიკის, ინოვაციების, ეკოლოგიის მიმართულებებით და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
აგრეთვე, შეთანხმდნენ ორივე დედაქალაქში საქართველოსა და კვიპროსის კულტურის წარმოჩენის მიზნით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
მარინე ნარჩემაშვილმა მადლობა გადაუხადა მერს საქართველოს საკვირაო სკოლისთვის ელინიონის მუნიციპალურ სკოლაში მაღალტექნოლოგიური საკლასო ოთახის დათმობის გამო, სადაც ქართველ ბავშვებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ქართული ენა, ისტორია და კულტურა. შეხვედრაზე განხილულ იქნა დედაქალაქებს შორის მაღალი დონის ვიზიტების საკითხიც.
