Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ  რწმუნებათა სიგელები გადასცა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ხრისტოდულიდეს

2024 წლის 20 მაისს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ  რწმუნებათა სიგელები გადასცა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ხრისტოდულიდეს.

პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩისა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს და კვიპროსს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, მათ შორის  ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.ელჩმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

კონსტანტინე ქვაჩაკიძემ  ხაზი გაუსვა საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას და კვიპროსულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.

 თავის მხრივ, პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა ელჩს.