მიმდინარე წლის 1 ნოემბერს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიქოზიის ახლადარჩეულ მერთან ხარალამპოს პრუნტზოსთან.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.