Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა საელჩოში უმასპინძლა პროექტის „დღის ელჩი“ კონკურსში გამარჯვებულებს იანა გრიგორიტას და ელი ფილაქტოუსს.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა საელჩოში უმასპინძლა პროექტის „დღის ელჩი“ კონკურსში გამარჯვებულებს იანა გრიგორიტას და ელი ფილაქტოუსს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან კვიპროსში საქართველოს პოპულარიზაციის პროცესში, საელჩოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევენ საქართველოსთან დაკავშირებულ შემეცნებით ღონისძიებებსა და აქტივობებს.

პროექტში ჩართულია კვიპროსის რესპუბლიკაში მოქმედი ყველა საელჩო, რომელსაც ქალი დიპლომატი ხელმძღვანელობს, ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა კვიპროსელი ქალბატონების მხარდაჭერას და შესაძლებლობას აძლევს მათ ახლოს გაეცნონ დიპლომატიურ საქმიანობას.

შეხვედრაზე დროებითმა რწმუნებულმა პროგრამის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს საქმიანობის, საქართველო-კვიპროსის ორმხრივი ურთიერთობების, ისტორიული კავშირების შესახებ, მხარდაჭერა აღუთქვა მათ და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.